Перевод: со всех языков на русский

с русского на все языки

კუალად ვი დაერთვის სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა ნაცულად ჲ (

  • 1

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: ვდ* - ვითარმედ, ვა* - ვითარცა, ვე* - ვიდრე, ვრ* - ვითარ.
    ვ დაერთვის თავად სახელთა თჳნიერ საჭიროებისა და არა რასმე ჰნიშნავს, თუმცა არა ესრეთ ხშირად, ვითარცა მ. მაგალითად, იგრი - ვიგრი, ზინდარი - ვზინდარი, იწრო - ვიწრო, იშ - ვიშ.
    ვ თავად ზმნათა არს მაპიროვნებელი პირველისა პირისა. მაგალითად, ვამბობ, ვაკეთებ, ვჰკითხულობ, ვსწერ და სხ. და ესრეთ უკეთუ ზმნანი ქართულნი ამას ლექსიკონსა შინა აღწერილ იქმნენ პირველითა პირითა, მაშინ იგინი სრულად შემოკრებულ იქმნებიან ამას ასოსა შინა, გარნა დაწერილ არიან მხოლოდ ძირნი მათნი, ე.ი. სახელზმნანი თჳს თჳსსა ადგილსა და შემდგომად მათსა ფრჩხილთა შორის დაწერილ არიან პიროვანნი მათნი ზმნანი, ვითარ უბნობა (ვუბნობ), კეთება (ვაკეთებ), წერა (ვწერ) და სხ.
    შეისწავე, რამეთუ ასოჲთა ვ გაპიროვნებულნი ზმნანი ჰნიშნავენ საზოგადოსა მოქმედებასა სამთავე პირთასა, ხოლო ოდესცა ზმნანი შეიცულებიან პირნაკლად და მოქმედება მიეჩემების პირველსა პირსა, მაშინ იხმარების მ, მაგალითად: მეუბნები, მეუბნების; მიკეთებ, მიკეთებს; მიწერ, მიწერს და სხ. ხოლო ოდეს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, მაშინ იხმარების გ, მაგალითად: გეუბნები, გეუბნება; გიკეთებ, გიკეთებს; გიწერ, გიწერს და სხ. (იხილენ ასოთა თანა მ, გ, და უ).
    ვ ბოლოდ არს ნიშანი წოდებითისა ბრუნვისა სახელთასა, მაგალითად, მამავ, დედავ, ძმავ და სხ., კუალად ვი დაერთვის სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა ნაცულად ჲ ( ნახე ჲ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 2

    ასო ესე არა სადა იხმარების თავად ლექსთა, გარნა უმეცარნი ზოგჯერმე ჰსწერენ უკანონოდ: ჲნდო, ჲროელი ნაცულად ინდო, იროელი, ანუ ჰინდო, ჰიროელი და სხ.
    ხოლო იხმარების ბოლოდ სახელთა და ნაცვალსახელთა, დაბოლოვებულთა ხმოვანთა ზედა ასოთა, კიდეგან ი და ჳ. მაგალითად: არსებაჲ, ვინაჲ, რაჲ, მზეჲ, ოქროჲ, კუჲ, რუჲ. ამგუარად დართუაჲ ასოჲსა ჲ ბოლოდ სახელთა იხმარების უფრორე შემასმენელობითსა შინა ბრუნვასა და იგიცა მაშინ, რაჟამს სახელი იგი არს დასასრულსა სიტყჳსასა. მაგალითად, არა აქუს სიტყუაჲ, ზრუნუაჲ. ხოლო თავსა ითქმის სიტყუა არა აქუს. უხამს იქნების ესრეთ: ზრუნუაჲ არა აქუს და სხ.
    სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა, მდაბიურად დაერთვის ვი ნაცულად ჲ, ვითარ კუვი, რუვი, ბუვი, ბუვი, გლუვი, ტლუვი, ქსუვი, ცრუვი და სხ.
    ზოგჯერმე ჲ იხმარების შერთულად წინამავალი ხმოვანისა, ანუ მოკლედ, ვითა რუსული й. ესრეთ, რომელ არა შეადგენს მარცვალსა. იხილე ვეფხისტ. ლექსნი 340: ვაჲ˘ მე მას აქეთ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა და 342: თქვა: ჩემგან მისი ხსენება, ვაჲ˘მე რა დიდი ზარია; კუალად 522, 1284 და სხ. ხოლო ვიეთნიმე გამოსთქმენ ვამე, არამედ უმჯობეს არს დაესმოდეს ნიშანი მოკლისა ˘.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»